ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა
ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა

ბარნოვის ქუჩის N8-ში გრუნტის დამჭერი კედლისა და ლითონის ღობის რეკონსტრუქცია დასრულდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამგეობამ მწვავედ ავარიული კედლის სრული დემონტაჟი განახორციელა და დაზიანებული ღობის ჭედური ელემენტები აღადგინა.

სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქალაქისთვის ძველი უბნის იერსახის შენარჩუნება იყო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარი დაიხარჯა.