ცნობილი დიზაინერი, ქეით სფეიდი ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამერიკული მედიის ცნობით, 55 წლის დიზაინერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მისი ცხედარი დიასახლისმა იპოვა და 911-ში დარეკა. დიზაინერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ქეით სფეიდმა 1993 წელს კომპანია, Kate Spade Handbags ჩამოაყალიბა. 2005 წელს კი დიზაინერმა ახალი ბრენდი შექმნა – Frances Valentine.
დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მისი ბრენდის 175 მაღაზიაა გახსნილი.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია