დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში მარიუპოლი შესაძლოა, წითელი ხაზი იყოს
დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში მარიუპოლი შესაძლოა, წითელი ხაზი იყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში მარიუპოლი შესაძლოა, წითელი ხაზი იყოს. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „სიბიესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„მარიუპოლში მძიმე ვითარებაა. ქალაქი ფაქტობრივად აღარ არსებობს. უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და სამოქალაქო პირების დიდი ნაწილი ძირითად რუსული ძალებით არიან გარშემორტყმული. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ როგორც ჩანს, რუსულმა არმიამ ქალაქის მიწასთან გასწორება გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად“,- განაცხადა კულებამ.