გიორგი ზარია „ქაირათის“ ფეხბურთელი გახდა - ის ალმათიში ლუკა გადრანთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ზარია „ქაირათის“ ფეხბურთელი გახდა - ის ალმათიში ლუკა გადრანთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი ზარია ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „ქაირათის“ მოთამაშე გახდა, კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა – 26 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

გიორგი ზარიამ პროფესიული კარიერა ქართულ კლუბ „სასკოში“ დაიწყო. 2015 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ხუთწელიწადნახევარი ითამაშა. გუნდთან ერთად საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახდა, ორჯერ მოიგო ეროვნული თასი და სუპერთასი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში გიორგი ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. წელს მან 39 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ზარიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო თამაში 2021 წლის შემოდგომაზე ესპანეთთან გასვლით მატჩში ჩაატარა და სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ქაირათში“ „აქტობედან“ ლუკა გადრანი გადავიდა, რომელიც სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს და ყაზახეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.