ჰეონ-მინ სონი აზიის საუკეთესო ფეხბურთელია
ჰეონ-მინ სონი აზიის საუკეთესო ფეხბურთელია

ლონდონის “ტოტენჰემისა” და სამხრეთ კორეის ნაკრების ფორვარდი ჰეონ-მინ სონი 2017 წლის შედეგების მიხედვით, აზიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ “ტოტენჰემის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

25 წლის თავდამსხმელის კარიერაში ეს მესამე ჯილდოა. აზიის საუკეთესო ფეხბურთელად ის 2014 და 2015 წლებშიც დასახელდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჰეონ-მინ სონის გარდა, აზიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს: 2013 წელს იაპონელი კეისუკე ჰონდა და 2016 წელს მისი თანამემამულე შინჯი ოკაზაკი.