ჰით ლეჯერის მიერ შესრულებული ჯოკერი ყველაზე პოპულარული ბოროტი პერსონაჟია
ჰით ლეჯერის მიერ შესრულებული ჯოკერი ყველაზე პოპულარული ბოროტი პერსონაჟია

ჰით ლეჯერის მიერ შესრულებული ჯოკერი ყველაზე პოპულარული ბოროტი პერსონაჟია. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი culture ავრცელებს.

პორტალმა კინოს ისტორიაში 25 ყველაზე პოპულარული ბოროტი პერსონაჟი გამოავლინა. სიის პირველ ადგილზე კი, ჰით ლეჯერის მიერ შესრულებული ჯოკერია.

მსახიობის კარიერის უმაღლესი მწვერვალი სწორედ კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ბნელი რაინდი“ შესრულებული ჯოკერის როლი იყო.

მაიკლ კეინის განცხადებით, ლეჯერის მიერ შესრულებულმა ჯოკერმა უფრო დიდი წარმატება ჰპოვა ვიდრე ჯეკ ნოკოლსონის გმირმა ფილმში „ბეტმენი”. თავის უკანასკნელ ინტერვიუში ჰით ლეჯერმა აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულებისათვის მკაცრი დისციპლინა, სიმტკიცე და თავგანწირვა იყო საჭირო. კინოკრიტკოსების განცხადებით, ჰით ლეჯერმა ლეგენდა შექმნა, რომელიც მუდამ ემახსოვრებათ.

აღსანიშნავია, რომ უკვე გარდაცვლილმა ლეჯერმა სწორედ ამ როლისთვის მიიღო ოსკარი .