ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, ჩართული იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ სჭირდება ცალკე მოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განსახილველად
ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, ჩართული იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ სჭირდება ცალკე მოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განსახილველად

არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩართული იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდეს საპარლამენტო ცხოვრებაში, არ სჭირდება ცალკე მოწვევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებას გულისხმობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ სამუშაოებს მაინც შეასრულებს.

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა მობილიზებული ვიყავით, რომ მიგვეღო კანონპროექტები, რომლებსაც ,საბოლოო ჯამში, სტატუსის მიღება უნდა უზრუნველყო, ოპოზიციის მხრიდან სრული დესტრუქცია მივიღეთ, მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, ევროკომისიის დასკვნაში ძალიან კარგად არის ასახული ყველა ის მიღწევა, რომელიც გვქონდა და რომელმაც დადებითად იმოქმედა, რათა ჩვენმა სახელმწიფომ დეკემბერში სტატუსი მიიღოს. ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაოები შევასრულოთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.