ჯესიკა როსვალი - შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის
ჯესიკა როსვალი - შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის

შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

„ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.