ჯესიკა როსვალი - სტოკჰოლმში, მინისტერიალზე გვსურს, მოვისმინოთ, რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით საქართველო, მოდლოვა და უკრაინა
ჯესიკა როსვალი - სტოკჰოლმში, მინისტერიალზე გვსურს, მოვისმინოთ, რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით საქართველო, მოდლოვა და უკრაინა

ჩვენ გვექნება ზეპირი მოსმენა კომისიისგან რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ სტოკჰოლმში არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ჯესიკა როსვალიმ აღნიშნა, დღევანდელ მინისტერიალზე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების საკითხი.

„დღეს მე მოვიწვიე ჩემი კოლეგები, რათა განვიხილოთ, თუ როგორ მოვემზადოთ ევროკავშირის მომავლისთვის, მისი მომავალი გაფართოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ ეს დისკუსია. ჩვენ ასევე გვექნება ზეპირი მოსმენა კომისიისგან რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე.

ჩვენ გვსურს, მოვისმინოთ, თუ რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით სამივე ქვეყანაში. ეს არის ის საკითხი, რასაც შვედეთი მხარს უჭერს ყველა შესაძლო თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილავთ არამხოლოდ ამ სამი ქვეყნის საკითხს, არამედ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს მოემზადოს გაფართოებისთვის“, – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.