ჯოშ ემეტმა შეინ ბურგოსი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ჯოშ ემეტმა შეინ ბურგოსი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ჯოშ ემეტმა შეინ ბურგოსთან ბრძოლის მე-15 წამზე ტრავმა მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა ბრძოლის გაგრძელება შეძლო დაგამარჯვებაც მოიპოვა.

მესამე რაუნდში ემეტს ბრძოლის დასრულება შეეძლო და მეტოქე რამდენჯერმე ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა ბურგოსმა ზეწოლას გაუძლო. საბოლოოდ მსაჯებმა ემეტის გამარჯვება 29-28, 29-28 და 29-27 დააფიქსირეს და ჯოშ ემეტმა ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

„ის ძალიან სერიოზული მეტოქეა. ვფიქრობ, მომავალში ის (ბურგოსი) დიდ წარმატებას მიაღწევს კარიერაში. თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული დაპირისპირება იქნებოდა. ახლა უკვე მხოლოდ რეიტინგში ჩემს წინ მყოფი მებრძოლი მსურს მომდევნო მეტოქედ. სხვა ვარიანტს არც განვიხილავ“, – განაცხადა ემეტმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში.