კევინ დე ბრუინი ახალი წლის შემდეგ დაბრუნებას იმედოვნებს #1TVSPORT
კევინ დე ბრუინი ახალი წლის შემდეგ დაბრუნებას იმედოვნებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი წლის შემდეგ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.

„თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ თამაშს ახალი წლის შემდეგ“, – მოჰყავს ბელგიელი ფეხბურთელის სიტყვები გამოცემა City Xrta-ს.

დე ბრუინმა ზაფხულში მიიღო მუხლის ტრავმა და ოპერაციის გადატანა მოუწია. საერთო ჯამში, მას ოთხი-ხუთი თვის გამოტოვება უწევს.