კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პროფესორი“ დააკავეს
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პროფესორი“ დააკავეს

კიევის პოლიციამ უკრაინის დედაქალაქში 26 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პროფესორი“ დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ კიევის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პოლიციის ცნობით, დაკავებული უკრაინაში კურირებდა დამნაშავეებს, რომლებიც ბინების ძარცვითა და მანქანების გატაცებით იყვნენ დაკავებულები.

სამართალდამცველებმა კრიმინალი სტამბოლში გაგზავნეს. მათივე ინფორმაციით, 26 წლის ქართველი ძირითადად, თურქეთში ცხოვრობს.

გასული წლის სექტემბერში „პროფესორი“ უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალეს, თუმცა მოგვიანებით მან კიევში დაბრუნება სხვა სახელითა და გვარით შეძლო.