მადამ ტიუსოს მუზეუმში მეგან მარკლის ცვილის ფიგურა დადგეს
მადამ ტიუსოს მუზეუმში მეგან მარკლის ცვილის ფიგურა დადგეს

ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმში, სამეფო ოჯახის ცვილის ფიგურებს  მეგან მარკლის ორეული დაემატა. პრინც ჰარის გვერდს უმშვენებს მისი მომავალი მეუღლე, მეგან მარკლი.

მომავალ პრინცესას ისევე როგორც, ნიშნობის დღეს, მწვანე კაბა აცვია. განსაკუთრებით შესამჩნევია ნიშნობის ბეჭედი.

გამოცემა დეილი მეილის ინფორმაციით, სამეფო წყვილის ცვილის ორეულების ნახვა ქორწილამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს იქნება შესაძლებელია. 19-ში კი მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.