მარიუპოლის მერის მოადგილე - რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად, მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი
მარიუპოლის მერის მოადგილე - რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად, მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი

რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად მარიუპოლში ერთი შენობაც კი არ დარჩა დაუზიანებელი, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, 80-90 პროცენტი დაბომბილია. ერთი შენობაც კი არ დგას დაზიანებების გარეშე. მთლიანადაა დანგრეული, ან დაზიანებული“, – აღნიშნა მარიუპოლის მერის მოადგილემ.

მისი თქმით, ქალაქში თითქმის არ მუშაობს ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი და მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში თოვლს ადნობს.

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქს დაუყოვნებლივ სჭირდება ჰუმანიტარული დერეფანი.

„მხოლოდ ერთი რამ გვინდა – ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შემოვიტანოთ. 11 დღეა, ამას ვცდილობთ. ჩვენი ბოლო ჰუმანიტარული დახმარება ოთხი დღე იყო გზაში, რუსები მას მარიუპოლში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ“, – განაცხადა მარიუპოლის მერის მოადგილემ.