მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება.

თეატრზე იერიში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 16 მარტს მიიტანეს. შენობას 1 500-მდე ადამიანი აფარებდა თავს.

ნანგრევებში მოყოლილთა ამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისა და საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხორციელდებოდა.

მარიუპოლის მერ ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება. ქალაქში ევაკუაციის მოლოდინში ჯერ კიდევ 100 000-მდე ადამიანი რჩება.