ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს
ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფმა“ რეაბილიტაციის მიზნით დაზიანებული ქანდაკებები საცავში გადაიტანა.

„უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ამასთან, მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.