პანდემია სავაჭრო მიზნით გამოიყენეს - კიევის „დინამომ“ საფირმო ნიღბები გამოუშვა
პანდემია სავაჭრო მიზნით გამოიყენეს - კიევის „დინამომ“ საფირმო ნიღბები გამოუშვა

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო აზარალა, მაგრამ კიევის „დინამომ“ არსებული რეალობით მცირეოდენი სარგებლის ნახვა მაინც სცადა.

უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გულშემატკივრებს სახლში დარჩენას მოუწოდებს. ამავე დროს, ბრენდირებული სამედიცინო ნიღბების გაყიდვა დაიწყო, რომლებიც კლუბის გულშემატკივრებს და ნებისმეირ ადამიანს კარანტინის დროს სჭირდებათ.

სამედიცინო ნიღაბი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მასზე კლუბის სიმბოლიკაა გამოსახული. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენი ნიღაბი გაიყიდება, რადგან ფასი ძალიან მაღალია – მისი ყიდვა გუნდის გულშემატკივრებს კიევსი „დინამოს“ საკლუბო მაღაზიაში 159 გრივნის (ფან-კლუბის წევრებისთვის ფასდაკლებით – 127) სანაცვლოდ შეუძლიათ, რაც დააახლოებით 18,3 ლარია (ფასდაკლებით 14,6 ლარი).

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის „დინამოს“ ხელმძრვანელობამ გუნდს კარანტინი 24 აპრილამდე გაუგრძელა.