ქარელში, სადაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით 23 წლის მამაკაცი დაიღუპა, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს
ქარელში, სადაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით 23 წლის მამაკაცი დაიღუპა, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთში, სადაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით 23 წლის მამაკაცი დაიღუპა, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

სამართალდამცავები ადგილზე იმ პირთან ერთად იმყოფებიან, რომლის გასროლილმა ტყვიამაც მამაკაცი იმსხვერპლა.

23 წლის ახალგაზრდას ტყვია სოფლის გზაზე მიმავალს მოხვდა, მაშინ, როდესაც მისი თანასოფლელი მისგან 100 მეტრში ნადირობდა.

სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. პირი, რომლის გასროლილმა ტყვიამაც ახალწვეული იმსხვერპლა, სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.