ქუთაისის მცხოვრებმა ავტოფარეხში, თაროზე დიდი ზომის ქვეწარმავალი იპოვა
ქუთაისის მცხოვრებმა ავტოფარეხში, თაროზე დიდი ზომის ქვეწარმავალი იპოვა

ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუხაიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა დიდი ზომის ქვეწარმავალი იპოვეს.

დაახლოებით 150 სმ სიგრძის გველი ბერდია მაღულარიამ საკუთარ ავტოფარეხში, თაროზე აღმოაჩინა.

„არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა შხამიანი. ასეთი ზომის ქვეწარმავლის დანახვამ შეიძლება შოკში არა მხოლოდ პატარა, არამედ ზრდასრულიც ჩააგდოს”- ამბობს ბერდია მაღულარია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მდინარე ოღასკურას მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლებს პოულობენ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შეწამვლის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით დაწყებულია. თითოეულ გამოძახებაზე კი რეაგირება მყისიერად ხდება.