როგორ უნდა განვასხვაოთ ორიგინალი და ყალბი სუნამოები
როგორ უნდა განვასხვაოთ ორიგინალი და ყალბი სუნამოები

ყალბი სუნამო რომ ორიგინალისგან განასხვაოთ, ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყურადღებით გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს, რათა სუნამოს შერჩევისას შეცდომა არ დაუშვათ.

 

1. შეფუთვა

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ სუნამოს შეფუთვას. ორიგინალი სუნამოს ყუთი შეფუთულია თხელი გამჭვირვალე პარკით, რომელიც იდეალურად არის შემოხვეული, ხოლო ყალბი სუნამო ხარვეზებით არის შეფუთული და ყუთზე შემოხვეული პარკი შედარებით სქელია.

 

2. მუყაო

ორიგინალი სუნამო კარგად არის შეფუთული მუყაოს ყუთით, რათა დაცული იყოს დაზიანებისგან.

 

3. მარკები და წარწერები

კარგად დააკვირდით სუნამოს ყუთის ქვედა ნაწილში მოთავსებულ ოქროსფერ წრეს, რომელშიც ისარია ჩახატული. ორიგინალი სუნამოს შემთხვევაში, ისარი, რომლის თავი მარჯვენა მხარეს არის მიმართული, უფრო მუქი უნდა იყოს, ვიდრე მარცხენა მხარეს მიმართული ისრის თავი.

სუნამოს შეძენისას აუცილებლად შეამოწმეთ მწარმოებლის ვებგვერდზე იმავე პროდუქტზე განთავსებული ინფორმაცია და შეადარეთ იმ სუნამოს ყუთზე არსებულ წარწერებს, რომელსაც ყიდულობთ. თუ ამ წარწერებში მცირედ სხვაობას მაინც აღმოაჩენთ, ნიშნავს, რომ სუნამო ორიგინალი არ არის.

 

4. დიზაინი

ზოგიერთ შემთხვევაში, ყალბი სუნამოების მწარმოებლები განსხვავებულ ჭურჭელში ათავსებენ სუნამოს, ამიტომ სუნამოს შეძენამდე, კარგად დააკვირდით ვიზუალურად ჰგავს თუ არა ორიგინალს თქვენ მიერ შეძენილი.

 

5. სუნამოს ფერი

როგორც წესი, ცნობილი ბრენდები პროდუქტის შეფერილობისთვის ბევრ საღებავს არ იყენებენ. ამიტომ ორიგინალი სუნამოს ფერი ყოველთვის უფრო მკრთალია.

 

6. სუნამოს თავსაფარი

სუნამოს თავსაფარზე გამოსახული ნიშანი სიმეტრიულად იდეალურად უნდა იყოს განთავსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიშნავს, რომ თქვენი სუნამო ყალბია.

 

7. სერიული ნომერი

სერიული ნომერი განთავსებული უნდა იყოს ყუთის ბოლოში და მისი ნომერი უნდა ემთხვეოდეს უშუალოდ სუნამოს ბოთლის ქვეშ აღნიშნულ ნომერს, უნდა იყოს ან საღებავით დაწერილი ან დაპრინტული.

 

8. სუნამოს ბოთლი

კიდევ ერთი, რაც ყალბ და ორიგინალ სუნამოებს განასხვავებს, არის ბოთლი. ორიგინალი სუნამოს ბოთლი იდეალურად არის ჩამოსხმული, ხოლო ყალბი სუნამოს ბოთლზე ბევრი ხარვეზი შეინიშნება, ზედაპირი უსწორმასწოროა და ზოგიერთ ადგილას ამობურცული.