საფრანგეთის ხელისუფლება მგლების პოპულაციის გაზრდას დათანხმდა
საფრანგეთის ხელისუფლება მგლების პოპულაციის გაზრდას დათანხმდა

საფრანგეთის ხელისუფლება მგლების პოპულაციის გაზრდას დათანხმდა. მთავრობამ გადაწყვეტილება ფერმერების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო.

დღეს საფრანგეთში დაახლოებით 360 მგელი ბინადრობს. გეგმის მიხედვით, 2023 წლისთვის მათი რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. მგლებს ბერნის კონვენცია იცავს, რომელსაც საფრანგეთიც აწერს ხელს. ცხოველთა უფლებების დამცველები მთავრობისგან უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური სიმამაცე ვერ გამოიჩინა.

ახალი რეგულაციები ფერმერებს ისევ აძლევს საშუალებას, წელიწადში 40 მგელი მოკლან. 2017 წელს საფრანგეთის რეგიონებში მგლებმა 12 000 ცხვარი დახოცეს, რის გამოც, ფერმერები მთავრობას კანონის გამკაცრებას სთხოვდნენ. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ფერმერებს, საქონლის დასაცავად ფინანსური დახმარება მოითხოვონ.

მგლები საფრანგეთში 1990-იან წლებში იტალიიდან დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში შარშანდელი მონაცემებით 60 მგელი ბინადრობს, რაც გასულ წლებთან შედარებით 15%-ით მეტია. მგლები ერთი საუკუნის შემდეგ წელს პირველად შენიშნეს ბელგიაშიც.