სახელმწიფოს დაკვეთით კომპანია „ელსელემა“ ლანჩხუთის სამკერვალოში ერთჯერად პირბადეებს დაამზადებს
სახელმწიფოს დაკვეთით კომპანია „ელსელემა“ ლანჩხუთის სამკერვალოში ერთჯერად პირბადეებს დაამზადებს

სახელმწიფოს დაკვეთით პირბადეების წარმოება გურიაში, კომპანიამ „ელსელემამაც“ დაიწყო.

როგორც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული, საწარმო ერთჯერად სამედიცინო ნიღბებს შეკერავს.

„გურიის რეგიონში, ლანჩხუთის სამკერვალო საწარმოში ერთჯერადი პირბადეები იკერება, სადაც დღიურად 2 000 ცალი პირბადე მზადდება, დაკვეთა კი, 100 000 ცალს შეადგენს. პირბადეები გადაეცემა ძალოვან სტრუქტურებს, ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სამსახურებს. სამკერვალო კომპანია „ელსელემალანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს“, – აღნიშნულია რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში კომპანია „უნივერსალ ენერჯი კორპორეიშენმა” ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად სამედიცინო პირბადეები და ხელთათმანები გადასცა. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდა სამედიცინო სპირტი დეზინფექციისათვის.

ლანჩხუთში მდებარე საწარმოში პირბადეების კერვის პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად გაეცნო.