თბილისის მერია - ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა
თბილისის მერია - ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა.

„შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა. აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.