თეონა აქუბარდია - სუს-ის ანგარიშში ჩანს, სად არის პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური შეფასება და სად არის ობიექტური შეფასება, დოკუმენტი ქვეყნის რეალურ გამოწვევებს არ ასახავს
თეონა აქუბარდია - სუს-ის ანგარიშში ჩანს, სად არის პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური შეფასება და სად არის ობიექტური შეფასება, დოკუმენტი ქვეყნის რეალურ გამოწვევებს არ ასახავს

ოკუპაციის ნაწილში აბსოლუტურად ობიექტური მოცემულობაა და ნათქვამია, რომ რუსეთი მეორე ფრონტის დეზინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიის გაძლიერებისთვის იყენებს. ამავე დროს, საუბარია, რომ რადიკალური ძალები საქართველოს ომში ჩართვას აპირებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სუს-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

აქუბარდიას შეფასებით, ეს ორი ნაწილი ურთიერთწინააღმდეგობრივია.

„ჩანს, სად არის პოლიტიკური პროცესების პოლიტიკური შეფასება და სად არის პროცესების ობიექტური შეფასება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპოლიტიკურია და დაუშვებელია ის ენა, რომლითაც ანგარიშია შედგენილი. დოკუმენტი ქვეყნის რეალურ გამოწვევებს არ ასახავს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მეორე ფრონტზე „ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება და კრემლს ეხმარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიური პოლიტიკა დააჩქაროს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.