ვლადიმერ პუტინი - რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს
ვლადიმერ პუტინი - რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს

რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზიის ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრის დროს გააკეთა.

მედიის ცნობით, ეს იყო აჯანყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პირველი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე.

„რუსი ხალხი კონსოლიდირებულია, როგორც არასდროს. რუსულმა პოლიტიკურმა წრეებმა და მთელმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა ერთიანობა და ამაღლებული პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს მიმართ, როდესაც მათ უპასუხეს, როგორც ერთიანმა ფრონტმა შეიარაღებული ამბოხის მცდელობის წინააღმდეგ”, – განაცხადა პუტინმა.

თავის გამოსვლაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუპირისპირდება დასავლეთის სანქციებსა და „პროვოკაციებს“.