თებერვალში უკრაინელმა სამხედროებმა 21470 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 7 თვითმფრინავის, 4 ვერტმფრენის, ათობით ტექნიკის და 77 რაკეტის განადგურება, - განახლებულ მონაცემებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი ავრცელებს.

რუსეთის დანაკარგები თებერვალში: პირადი შემადგენლობა - 21470 ჯარისკაცი.

ტანკები -186, ჯავშანტექნიკა - 256, საარტილერიო სისტემები - 186, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 21. 

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 26, თვითმფრინავი - 7, ვერტმფრენები - 4, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 104, ფრთოსანი რაკეტები - 77. მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 0. 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 196, სპეციალური ტექნიკა - 30.