უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 426 870 (+980) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.03.24-მდე: ტანკები - 6752 (+5), ჯავშანტექნიკა - 12 921 (+20), საარტილერიო სისტემები - 10 554 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1017 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 715 (+2), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 8205 (+22), ფრთოსანი რაკეტები - 1919 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 13 932 (+62), სპეციალური ტექნიკა - 1699 (+8).