რუსმა მოხალისეებმა განაცხადეს, რომ ისინი ბელგოროდის ოლქის სოფელ გორკოვსკისში შევიდნენ. მებრძოლებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა აიღეს, - ინფორმაციას "ციმბირის ბატალიონი" ავრცელებს.

"რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების ქვედანაყოფები ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის მოხალისეებთან ერთად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ გორკოვსკში და აიღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გორკოვსკი არის სოფელი ბელგოროდის ოლქის გრეივორონსკის რაიონში, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვართან. ბოლო მონაცემებით, დასახლებაში 450-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

12 მარტს რუსეთის მოხალისეთა ბატალიონები უკრაინის ტერიტორიიდან კურსკში და ბელგოროდის ოლქებში შევიდნენ. მოგვიანებით ჯარისკაცებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელი ტეტკინო აიღეს.

მომდევნო დღეებში მათ განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება  მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლიდა.

15 მარტს რუსმა მოხალისეებმა გამოაცხადეს მასიური თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე ბელგოროდში და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს სასწრაფოდ შეეფარებინათ თავი და თავდასხმის დასრულებამდე არ გასულიყვნენ. 16 მარტს, "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის და "ციმბირის ბატალიონის" მებრძოლებმა გააფრთხილეს ბელგოროდის სამხედრო ობიექტებზე მასიური თავდასხმის განზრახვის შესახებ და კვლავ სთხოვეს ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრიდან არ გამოსულიყვნენ.