ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს ქართული. საპროტესტო მუხტი რომ არ გაჩერდეს, სანამ შემდეგი რამე იქნება, მე ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობა და სიწყნარე მინდა ქვეყანაში. სიმშვიდე და სიწყნარე იმის ფასად, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებს საუკეთესო გვქონდეს. ბევრს ეს არ უნდა და ხდება რა, მიდიან, მოგზაურობენ, ჩადიან გმირთა მოედანზე და ფიცს დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოსთვის.

ნახეთ რა ლოზუნგი შემოაქვთ "ენა, მამული და ერთობაო", ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი“, - განაცხადა მან.