ვარდი
ჯანმრთელობა

ვარდის ვიტამინებით მდიდარი სხვადასხვა სახეობები

October 16, 2021
ვარდი
ვარდის ვიტამინებით მდიდარი სხვადასხვა სახეობები

გამოიყენება : კვირტები, ფოთლები, ყვავილები.

მოქმედება: დამამშვიდებელი, ვიტამინებით მდიდარი და შარდმდენი, შემკრავი გამაგრილებელი, განმშხამავი, შეგუბების საწინააღმდეგო.

სასიამოვნო სუნის მქონე ვარდის სამკურნალო ძალას მრავალი გამოყენება აქვს. ფოთლებს და ყვავილებს გამაგრილებელი მოქმედება აქვთ და ჩაის სახით შეიძლება მიცემა სიცხის დროს; ათავისუფლებს ორგანიზმს შხამიანი ნივთიერებებისგან და სიცხისგან, რაც გამონაყარს და ანტებებს იწვევს. ვარდი აძლიერებს იმუნურ სისტემას; შველის ყელის ტკივილს, სურდოს, სასუნთქი გზების დაცობას. ვარდის ან ასკილის ყვავილის ფურცლებით დამზადებული ნაყენი ან სიროფი ხელს უწყობს ფილტვების ინფექციებთან ბრძოლას. ვარდი აგრეთვე ებრძვის მომნელებელი ტრაქტის ინფექციებს და აღადგენს ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიულ ფლორას. ვარდის ყვავილებს და თესლებს შარდმდენი თვისება აქვთ, სითხის შეგუბების დროს შველის და აჩქარებს შლაკების გამოყოფას თირკმელების მეშვეობით. ვარდის ფურცლები ხსნის შეგუბებით მოვლენებს გამრავლების აპარატში. აყუჩებენ საშვილოსნოსმიერ ჩივილებს ტკივილების და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის დროს. აგრეთვე არეგულირებენ დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს უნაყოფობის დროს, აძლიერებენ ლიბიდოს.

ვარდის ფოთლების ჩაი ინიშნება როგორც ღვიძლის სამკურნალო საშუალება, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ასტიმულირებს და წმენდს ღვიძლს და ამცრებს ღვიძლის ფუნქციის მოდუნებით გამოწეულ თავის ტკივილებს და ყაბზობას.

ვარდის ნაყოფი და ყვავილი აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, აძლიერებენ ნერვულ სისტემას, აწესრიგებენ ძილს, ეხმარებიან ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში, დევნიან დაღლილობას და გაღიზიანებას.