გილოცავთ ახალ წელს!


ჩემო ძვირფასო აბაშელებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, 2021 წელი სიკეთის, სიჯანსაღის, სიყვარულის, მადლის, ბარაქის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, 2020 წელს განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა.
ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, სამედიცინო სფეროს, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, პედაგოგებს, ვულოცავ ყველას, ვინც ამ რთულ დროს ღირსეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას.
დარწმუნებული ვარ, 2021 წელს გვექნება უფრო მეტი წინსვლა, განვითარება, მოგვარდება პანდემიის გამო არსებული პრობლემები, ვიყოთ ერთად, რამეთუ ეს იქნება საწინდარი ძლიერებისა და გამარჯვებებისა.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და წარმატებას, უღრუბლო ცა, უფლის წყალობა არ მოგკლდებოდეთ, ბედნიერება და იღბალი დაგბედებოდეთ!
ლევან მაკალათია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content