რუსეთის უშიშროება აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც "ტერორისტულ აქტს გეგმავდა"

07-03-2024 16:09:49

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს.

როგორც უწყება ირწმუნება, იგი "ტერორისტულ აქტს გეგმავდა":

"ბელარუსის მოქალაქე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა".

„დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.

Новости

Другие новости