მაკრონს რუსი მაღალჩინოსნების "თავშეუკავებლობა" აკვირვებს

22-03-2024 21:32:53 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ნერვიულობის“ აშკარა ნიშნად მიიჩნევს რუსი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ აგრესიულ განცხადებებს საფრანგეთის წინააღმდეგ.

BFMTV–სთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა პიტერ ტოლსტოიმ წამოჭრა პარიზში "ატომური ბომბის გაგზავნის შესაძლებლობის" საკითხი. ის ასევე სიკვდილს დაჰპირდა უკრაინის მიწაზე ჩასულ ფრანგ ჯარისკაცებს და აკრიტიკებდა პრემიერ მინისტრ გაბრიელ ატალის პირად ცხოვრებას.

„ვფიქრობ, მათი აღშფოთება საკმარისია იმისთვის, რომ კომენტარი არ გავაკეთოთ“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და აღიარა, რომ „გაკვირვებული იყო რუსეთის ოფიციალური პირების ასეთი ნერვიულობითა და თავშეუკავებლობით“.

"ჩვენ ვითვლით", - თქვა ტოლსტოიმ და აღნიშნა, რომ რუსეთიდან გასროლილ რაკეტასსაფრანგეთის დედაქალაქამდე "მისაღწევად ორ წუთზე ცოტა მეტი" შეიძლება დასჭირდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები