კასიანოვი - უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც

09-01-2023 13:03:25 პოლიტიკა

უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც კასიანოვი აღნიშნავს, უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა, მათ შორის აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ აშშ-სთან შეთანხმება, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების თხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად გამოაცხადა იარაღის სასიცოცხლო საჭიროება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდაპოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთსთან ომში ჩათრევის მცდელობაზე“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები