სომხეთის უშიშროება რუსეთის მიერ ქვეყანაში 3000 "ვაგნერელის" შეგზავნის შესახებ ინფორმაციას სწავლობს

14-09-2023 12:05:22 კავკასია

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ამოწმებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში რუსეთის უკანონო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლების დიდი რაოდენობის შეღწევის სესახებ. ამის შესახებ პარლამენტში გამართული სამთავრობო საათისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"რაც შეეხება ვაგნერელების ძებნის კუთხით ჩვენი უშიშროების მოქმედებებს, სომხეთის სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულები არიან, რეაგირება მოახდინონ პრესაში გაჩენილ ინფორმაციაზე - ეს სისხლის სამართლებრივ - პროცესუალური კანონმდებლობის ნორმაა. რამდენადაც ვიცი, მსგავსი ინფორმაცია ტელეგრამ-არხებში გაჩნდა და ეროვნული უშიშროების სამსახურმა თავისი იურისდიქციის ფარგლებში შესაბამისი ქმედებების განხორციელება დაიწყო, რაც ჩვეული მოვლენაა", - განაცხადა დასმული კითხვის საპასუხოდ ფაშინიანმა.

მანამდე ტელეგრამ-არხმა "ბაგრამიან-26"-მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ კრემლმა სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განხორციელების სანქცია გასცა და ამ მიზნით ქვეყანაში ვაგნერელები შეაგზავნა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ "მორიგი მითი" უწოდა სომხურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს ქვეყანაში 3000 ვაგნერელის შეგზავნის შეახებ, რომლებმაც ადგილობრივ პრორუსულ ძალებს ფაშინიანის მთავრობის გადაყენებაში უნდა შეუწყონ ხელი. ჯიდევ მოგვიანებით ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები