ლუკაშენკომ უარი თქვა რუსი ინვესტორებისთვის სოლიდური ვალის დაბრუნებაზე

18-10-2023 23:45:01 მსოფლიო

რუსმა ინვესტორებმა თხოვნით მიმართეს რუსეთის მთავრობას, აღიაროს ბელარუსის ფინანსთა სამინისტრო არაკეთილსინდისიერ მსესხებლად და შეწყვიტოს მასზე სახელმწიფოთაშორისი სესხების გაცემა. ამის მიზეზი 200 მილიონ დოლარზე მეტის გადაუხდელობაა, – წერს RBC.

მიმართვა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩისადმი ინვესტორმა ალექსანდრე მარჩენკოვმა წამოიწყო, რომელიც უკვე უჩივის ბელარუსის ფინანსთა სამინისტროს ევრობონდებზე გადახდების გამო. მას მხარი დაუჭირა კიდევ 200 ინდივიდმა და 30 ორგანიზაციამ. ინვესტორები ჩივიან, რომ მათ არ მიუღიათ გადახდები 2022 წლის ზაფხულიდან და სთხოვეს მთავრობას, „ზომები მიიღოს“.

ინვესტორების მიერ შეთავაზებული ზეგავლენის მეთოდები „არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში“ არარეალურად გამოიყურება, – ამბობს პაველ კუტოვოი, Stonebridge Legal-ის ფინანსური მრჩეველი და დასძენს, რომ ზემზღუდავ ზომები არ იქნება მიღებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები