Posts

Image
  სსიპ ქალაქ თბილისის 192 საჯარო სკოლის მეორე  დ  კლასის ნამუშევარი - " მასპინძელი დათვის " მიხედვით შექმნილი წიგნი კომიქსი. მონაწილეობას ვიღებდით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივ კონკურსში "შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი". კონკურსი ეძღვნებოდა ქართული სახელმწიფო ენის დღეს. 2022 წლის აპრილი.
Image
 სსიპ ქალაქ თბილისის 192 საჯარო სკოლის მესამე დ კლასის ნამუშევარი - ვაჟა ფშაველას "სათაგურის" მიხედვით შექმნილი წიგნი კომიქსი. მონაწილეობას ვიღებდით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივ კონკურსში "შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი". კონკურსი ეძღვნებოდა ქართული სახელმწიფო ენის დღეს. 2022 წლის აპრილი. კლ

კონკურსში გამაჯვება

Image
 2022 წლის 15 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის 192 საჯარო სკოლის 3 კლასი  (მეორე დ , მესამე დ და მესამე ზ კლასები, მასწავლებელი:  სვეტლანა  ( ნათია)  ადამია)  იღებდა მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ქართული სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებულ კონკურსში - "შეცვალე ჟანრი- შექმენი წიგნი კომიქსი" . ამ კონკურსში გაიმარჯვა  ( I  ადგილი)  მესამე  (ზ) კლასის მოსწავლეებმა, მათ   რევაზ ინანიშვილის მოთხრობა  "კეთილი ბებერი ბუები" წარმოადგინეს კომიქსის სახით.  დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. მოვიგეთ შემდეგი პრიზები: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და თბილისის მერია - 500 ლარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 500ო ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი კლასისთვის.

კომპლექსური დავალება მეორე კლასისთვის - იგავის შექმნა

კომპლექსური დავალების ბარათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგანი:      ქართული ენა და ლიტერატურა ძირითადი რესურსი/ტექსტი/: "მეფე და მხატვარი”   სულხან საბა ორბერლიანის მიხედვით სახელმძღვანელოს ავტორები: გორდელაძე, კუხიანიძე. გამომცემლობა- სულაკაური. თემა: იგავ-არაკების სიბრძნე შესაძლო დამატებითი თემატიკა: კლასი: მე-2 სკოლა:192-ე საჯარო პედაგოგი: სვეტლანა ადამია სამიზნე ცნება:     ტექსტი   შედეგები: (შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15) ქვეცნებები/საკითხები:   ·         თემა, ·         მთავარი იდეა/დედააზრი; ·         ძირითადი საკითხი/პრობლემა; ·         სიუჟეტის განვითარების საფეხურები (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული); თანამიმდევრულობა; ·         ეპიზოდი; ·         დიალოგი. ·          მოქმედების დრო და ადგილი;   მკვიდრი წარმოდგენები: ·          იგავში მოთხრობილი ა გამოგონილი ამბავი; ·  

ჩემი მეორე კლასელი მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებები.

Image