icon

კალათაში წარმატებით დაემატა

ყიდვის გაგრძელება
კალათიდან წარმატებით წაიშალა

38 icon

1 ლ

კატეგორია: ინსექტიციდები - ინსექტო-აკარიციდები

პროდუქტის აღწერა

ციპერმეტრინი 50 გ/ლ + ქლორპირიფოსი 500 გ/ლ

პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი

მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი

მაღალეფექტური კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი, საჰები, მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, ვაშლის, ატმის, ციტრუსის, მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულის, როგორც მწუწნი, ისე მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ. საჰების ორმაგი პრეპარატული ფორმა წარმატებით გამოიყენება საკარანტინო მავნებლების, ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ. იგი ბაღის ლოფორთქინების და მინდვრის კალიების მტერია. 

მოქმედების მექანიზმი: 

ქლორპიფოსი თრგუნავს მწერებში აცეტილქოლინ ესთერაზასა და ქოლინ ესთერაზას აქტივობას, რაც იწვევს მავნებლების ნერვული სისტემის დამბლას, შემდეგ კი სიკვდილს, ხოლო ციპერმეტრინი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევს მის უკიდურეს აღგზნებას, რის შედეგადაც მავნებელი იღუპება. პრეპარატს შეუძლია ზრდასრულ მავნებლებში კვერცხის დადება და ლარვების კვების პროცესი დაბლოკოს. პრეპარატს აქვს კონტაქტური ეფექტი უშუალო კავშირისას ინსექტიციდთან და ნაწლავური ეფექტი, თუ მავნებელი შეწამლული მცენარით იკვებება.

გამოყენების ცხრილი:

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ლოდინის
პერიოდი.
დღე
ხორბალი ჭია-წურბელა (Lema melanopus L), პურის ბზუალა (Zabrus tenebriodes elongates Men.) 0.75-1 30
ქერი მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.), პურის ხოჭო (Anisoplia austriaca majorRett.) 0.5-0.75 30
შაქრის
ჭარხალი
ცხვირგრძელა, ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა (Bothynoderes punctiventris Germ.),
რწყილები, ჭარხლის რწყილი (Chaetocnema breviuscula Fald.
0.8-1.5 40
ვაშლი,
ატამი
ნაყოფჭამიები, ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomonella L), ბუგრები, ვაშლის ბუგრი (Aphis pomi Deg.),ტკიპები, ხეხილის ბრტყელტანა ტკიპა (Cenopalpus pulcherCan. Et Fanz.), ხეხილის წითელი ტკიპა (Panonycus ulmi Koch.), კუნელის ტკიპა (Tetranycus vienensis Zacher.), ქლიავის აბლაბუდიანი ტკიპა (Schizotetranychus pruni Oud.), ხეხილის მურა ტკიპა (Bryobia redicorzevi Reck.), ფოთოლხვევიები, მრავალჭამიაფოთლიხვევია (Tortrix politiana Hw.), ჩრჩილები, ვაშლის ჩრჩილი (Hyponomentra malinellus Zell.), ვაშლის მენაღმე ჩრჩილი (Lyonetia clerckella L.), ატმის დიდი ბუგრი (Pterochlorides persicae Holodk.) 1-1.5 40
ციტრუსი ფარიანები, მიხაკისფერი ფარიანა (Chrysompalus dictyospermiMorg.), ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა (Aoniniella citrinaCoq.), იაპონური ჩხირისებრი ფარიანა (Lopholeucaspis japonica Ckll), ნარინჯოვანთა
მძიმისებრი ფარიანა (Lepidosphes beckii Newman), ნარინჯოვანთა ჩხირისებრი ფარიანა (Lepidosphes gloveri Pack.), ცრუფარიანები, ციტრუსოვანთა ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა (Chloropulvinaria
aurantiiCkll.), ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანა (Iceria purchasi Mask.), ციტრუსოვანთა ფქვილისებრი ცრუფარიანა (Pseudococcus gahani Green), რბილი ცრუფარინა (Coccus hesperidum L),
ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანა (Ceroplastes sinrnsis G.)
2.2-2.6 40
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.),
მავთულა ჭია, მახრა (Gryllotalpa gryllotalp)
1 30
კომბოსტო კომბოსტოს თეთრულა (Pieris brassicae L.), ცხვირგრძელა, ჩრჩილი 0.8-1.5 30
ხახვი ხახვის ბუზი, ხახვის ჩრჩილი 0.75-1 30
პომიდორი კოლოფის ჭია (Heliothis obsoleta) 1-1.5 1-1.5
ვაზი ფარიანები, ცრუფარიანები, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococus citri Risso.), ვაზის ბალიშა ცრუფარიანა (Pulvinariavitis L), იმერული ბალიშა ცრუფარიანა (Neopulvinaria imerertina Hud.),
ფოთლიხვევიები, ვაზის ფოთოლხვევია (Sparganothis pillerianaSchiff.), ყურძნის ჭია (Lobesia botrana Sch.)
1.5 40
არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების
სავარგულები
კალიები, აზიური ანუ გადამფრენი კალია (Locusta migratoria L),
იტალიური კალია ანუ პრუსი (Calliptanusitalicus L), ამიერკავკასიის იტალიური კალია (Caliptanus tenuicercis T.rb.), უდაბნოს იტალიური
კალია (Calliptanus barbarous cephalotes F.W.), მაროკოული კალია (Dociostraurusmarcoccanus Thnb.), ეგვიპტური კალია (Anacridium aegyptium L.)
0.5 40

მსგავსი პროდუქტები