Skip to content Skip to footer

რით გამოირჩევა და რა შეზღუდვები აქვს მეხუთე თაობის სათბურს?

East-Fruit-ის ცნობით, მეხუთე თაობის ნახევრად დახურული სათბურის მოწყობა ტრადიციული სათბურის მოწყობასთან შედარებით, ორჯერ უფრო ძვირი ღირს. ბოლო წლებში ეს თანხა მეტალის სტრუქტურებზე, შუშასა და სათბურის გარსზე ფასების მატების გამო კიდევ უფრო გაიზარდა. ასეთი სათბურები განსაკუთრებით ეფექტურია კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის მოსაყვანად. მსგავსი ტიპის სათბურში მარწყვის მოყვანის მცდელობებიც არსებობს, თუმცა, ეს არ არის ხშირი პრაქტიკა, რადგან მეხუთე თაობის სათბურში ამ კულტურის დაბალი მოსავალი მოდის.

ნახევრად დახურულ სათბურებზე მუშაობისას აგრონომებს ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება დასჭირდათ. მიკროკლიმატური პირობები მეხუთე თაობის სათბურში მეოთხე თაობის სათბურისგან განსხვავებით, ენერგოეფექტურია.

ბოლო დროს ბაზარზე სითბოს აღმდგენი სისტემებიც გამოჩნდა. ისინი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათ შორისაა ფუნქცია, რომლის საშუალებითაც დანადგარი თბილ, ნოტიო შენობის ჰაერსა და შენობის გარეთ არსებულ ჰავას აზავებს და უკვე კონდიცირებულ ჰაერს სათბურის შიგნით ანაწილებს. ასეთი სისტემები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ნახევრად დახურული სათბურები. გარდა ამისა, მათი ჩაშენება ტრადიციულ სათბურებშიცაა შესაძლებელი მაშინ, როცა მეხუთე თაობის სათბურის თავიდან აშენებაა საჭირო. მსგავსი სისტემები მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგეტიკულ ხარჯებს.

ცენტრალური აზიის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიურ სათბურებში არ მოდის ისეთი მოსავალი, როგორც ეს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ხდება. სათბური, რომელშიც უკრაინის ან მოლდავეთის ტერიტორიაზე ერთ კვადრატულ მეტრზე მინიმუმ, 50 კგ პომიდვრის მოყვანაა შესაძლებელი, იგივე პირობებში უზბეკეთში ან ტაჯიკეთში მხოლოდ 25-30 კილოგრამი პომიდორი მოჰყავთ.