პროფ. დავით ნიკოლეიშვილი

მედიცინის დოქტორი დავით ნიკოლეიშვილი საქართველოში ლაპაროსკოპიული უროლოგიის დამფუძნებელია. ონკოლოგიისა და ლაპაროსკოპიული უროლოგიის ექსპერტი არასდროს იხევდა უკან ინოვაციების, ახალი ქირურგიული ტექნოლოგიების ათვისებისა და პრაქტიკაში დანერგვისგან. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორის მოადგილემ და უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამედიცინო კარიერა საქართველოში დაიწყო, რასაც მოჰყვა პოსტდიპლომური განთლება საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებებში. უროლოგიის საფუძვლებს ის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში სრულყოფილად დაეუფლა. ლაპაროსკოპიის და ენდოსკოპიის მწვერვალებს კი - ლაიპციგის საუნივესიტეტო კლინიკის უროლოგიის დეპარტამენტში.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი. კლინიკური დირექტორის მოადგილე და უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
2020
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი – უროლოგიის ასოცირებული პროფესორი;
2017
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი – უროლოგიის ასისტენტ პროფესორი;
2016
საერთაშორისო ლაპაროსკოპიული ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა “MediClubGeorgia”;
2016
უროლოგიური ლაპაროსკოპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კლინიკა “MediClubGeorgia”;
2015-2016
უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კლინიკა SofieMedGroup, აქტაუ, ყაზახეთი;
2011
ლაპაროსკოპიის სამსახურის ხელმძღვანელი;
2006
უროლოგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

განათლება

2017
პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სასწავლო სამეცნიერო კურსი. ვენა, ავსტრია;
2016
ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის სასწავლო კონფერენცია. ლექციათა კურსი და ოპერაციების პირდაპირი ტრანსლირება. ბარსელონა. ესპანეთი;
2016
ქალაქ რიჩმონდის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიური უროლოგიის დეპარტამენტში ერთკვირიანი სტაჟირება. პრეზენტაცია საკუთარი ნაშრომის წარდგენა. რიჩმონდი, ვირჯინიის შტატი. აშშ;
2014
ლაპაროსკოპიული ტრეინინგ კურსი ევროპისა და აზიის ქვეყნებისათვის. შანხაის მეორე სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტი. 30 დღიანი ინტენსიური კურსი. შანხაი, ჩინეთი;
2013
უროლოგიის მინიმალური ინვაზიური ქირურგიის სასაწავლო კურსი. ჰაალ ტიროლი, ავსტრია;
2011
ამერიკა-ავსტრიის ფონდის (AAF) გრანტი, ერთთვიანი სტაჟირება, მინიმალურად ინვაზიური ქირურგია, ლაპაროსკოპია. ზალცბურგი, ავსტრია (1 თვე);
2010
ლაპაროსკოპიისა და ენდოსკოპიის სასწავლო კურსი. მანსურას უროლოგიისა და ნეფროლოგიის კლინიკა. ეგვიპტე, ქ. მანსურა;
2009
გერმანიის უროლოგთა ასოციაციის (DGU) გრანტი ლაპაროსკოპიული და მინიმალურად ინვაზიური ქირურგიის შესასწავლად. ლაიპციგის საუნივერსიტეტო უნიკლინიკის უროლოგიური განყოფილება, უროლოგიის ლაპაროსკოპიული საერთაშორისო ტრეინინგ ცენტრი. ლაიპციგი, გერმანია (6 თვე);
2008
ამერიკა-ავსტრიის ფონდის (AAF) გრანტი, ერთთვიანი სტაჟირება, მინიმალურად ინვაზიური ქირურგია. ლინცი, ავსტრია (1 თვე);
2007
ევროპის უროლოგთა სქოლარშიპის პროგრამის (EUSP) გრანტი ლაპაროსკოპიული ქირურგიის შესასწავლად. ლაიპციგის საუნივერსიტეტო უნიკლინიკის უროლოგიური განყოფილება, უროლოგიის ლაპაროსკოპიული საერთაშორისო ტრეინინგ ცენტრი. ლაიპციგი, გერმანია (4 თვე);
2006
მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, ონკოლოგიის გრიფით. „უჯრედის დაყოფის ციკლის მარეგულირებელი პროტეინების მნიშვნელობა პროსტატის კიბოსა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს“;
2005
ამერიკა-ავსტრიის ფონდის (AAF) გრანტი, ერთთვიანი სტაჟირება. ლინცი, ავსტრია (1 თვე);
2004
ამერიკა-ავსტრიის ფონდის (AAF) & ევროპის უროლოგთა სკოლის (ESU) ერთობლივი სემინარი. ზალცბურგი, ავსტრია;
2003
ევროპის უროლოგ რეზიდენტთა ტრენინგ პროგრამა. 1 კონგრესი. ჩეხეთი, პრაღა;
2004-2006
უმცროსი ექიმი, უროლოგიის ეროვნული ცენტრი;
2001-2004
რეზიდენტურის პროგრამა, უროლოგიის ეროვნული ცენტრი;
1993-2000
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ასოციაცია

საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი (GUA);
ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი (EAU);
ევროპის უროლოგთა ასოციაციის უროლოგიური ტექნოლოგიების საზოგადოების (ESUT) წევრი;
ევროპის უროლოგთა ასოციაციაში კავკასია ცენტრალური აზიის სექციის თავმჯდომარე (CCA);
მსოფლიო უროლოგთა საზოგადოების (SIU);
ამერიკის უროლოგთა ასოციაციის წევრი (AUA);
სამხრეთ კორეის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი (KUA);
საერთაშორისო კონტინენციის საზოგადოების წევრი (ICS);
მსოფლიოს ახალგაზრდა უროლოგთა ასოციაციის (საბჭოს ექს-წევრი);
საქართველოს ახალგაზრდა უროლოგთა ასოციაცია (ექს-პრეზიდენტი).

კლინიკური ინტერესები

  • ონკოუროლოგია (შარდის ბუშტის, პროსტატის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ასოსა და ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეები);
  • ლაპარასკოპია;
  • ენდოსკოპიური უროლოგია;
  • მინიინვაზიური ქირურგია;
  • საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებები;
  • ქირურგიის ახალი ტექნოლოგიები.

მიმოხილვა

  • საქართველოში ლაპაროსკოპიული უროლოგიის ფუძემდებელი;
  • პირველად საქართველოში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიის ქვეყნებში და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ჩატარდა ექსტრაპერიტონული ენდოსკოპიური რადიკალური პროსტრატექტომია;
  • პირველად საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ბელორუსია და უკრაინაში უროლოგიური ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარება-სწავლება, სისტემატიზაცია და დანერგვა.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.