ირაკლი პაიჭაძე

ირაკლი პაიჭაძე ერთ-ერთია, ვინც საქართველოში კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს ინექციების თანამედროვე ტექნოლოგიები დაამკვიდრა. ოპერაციული ჩარევის გარეშე, ჭარბ წონასთან ბრძოლის ეს მეთოდი დღეს საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. მან პოსტდიპლომური განათლება (კლინიკური ორდინატურა) ქალაქ კიევში გაიარა. ქირურგი-ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე გარდა კლინიკური საქმიანობისა, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელობას ითავსებს. კლინიკის ენდოსკოპიურ სამსახურში იგეგმება ყველა დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიის წარმოება, მათ შორის გასტროინტესტინალური ტრაქტის ნაადრევი სიმსივნეების დიაგნოსტიკა ყველა თანამედროვე საერთაშორისო ენდოსკოპიური კლასიფიკაციის გათვალისწინებით და მათი ენდოსკოპიური მკურნალობა. ირაკლი პაიჭაძემ კარგად იცის, რომ მიზნების მისაღწევად მხოლოდ თანამედროვე ტექნიკა და მაღალკვალიფიციური პერსონალი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორი მენეჯმენტი იმისთვის, რომ თითოეულმა პაციენტმა საუკეთესო მომსახურება მიიღოს. ამ ყველაფერს კი ის ლიდერის საუკეთესო თვისებებით აღწევს.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ენდოსკოპიის მიმართულების ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2021
ქირურგი ენდოსკოპისტი, კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიის სამსახურის უფროსი, „ ქირურგიის ეროვნული ცენტრი“;
2017-2021
ქირურგი ენდოსკოპისტი, ენდოსკოპიური მიმართულების კოორდინატორი, „კ. ერისთავის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ და კლინიკა „ახალი სიცოცხლე“;
2013-2015
უმცროსი ენდოსკოპისტი, „ენდოსკოპიის კვლევისა და დიაგნოსტიკის ცენტრი“.

განათლება

2017
პრაქტიკული სწავლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიაში, „ა. შალიმოვის სახელობის ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის ეროვნული ცენტრი“ - კიევი, უკრაინა. შემდგომში დამოუკიდებელი სახელმწიფო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი ენდოსკოპიაში (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - კოლონოსკოპია);
2017
დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატი - ზოგადი ქირურგია;
2015-2017
დიპლომის შემდგომი სწავლება - კლინიკური ორდინატურა ზოგად ქირურგიაში, „შუპიკის ნაციონალური სამედიცინო აკადემია“ - „ა. შალიმოვის სახელობის ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის ეროვნული ცენტრი“ -ის ბაზაზე - კიევი, უკრაინა;
2011-2012
მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტში, European School of Economics – University of Buckingham - მილანი, იტალია.
2005-2011
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, მედიცინის ფაკულტეტი;

Honors and awards

2021
პრაქტიკული ტრენინგი - ენდოსკოპიური სუბმუკოზური დისექცია და ნაადრევი - In situ სიმსივნეების დიაგნოსტიკა თანამედროვე კლასიფიკაციებით, ორგანიზატორი Olympus - ვარშავა, პოლონეთი;
2020
პუბლიკაციის - სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, Gastric Abotulinum Toxin A Injection As an effective treatment for Obesity – metabolismjournal.com;
2018
საგანმანათლებლო ტრენინგი - ენდოსონოგრაფიის არსი და როლი თანამედროვე დიაგნოსტიკის და მკურნალობის ასპექტებში, ორგანიზატორი Olympus - მინსი, ბელორუსი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.