კვერცხის შეღებვის ტრადიციული მეთოდი

06 აპრილი 2018, 00:00 5309 ნახვა

დღეს, 6 აპრილს, მართლმადიდებლები წითელ პარასკევს აღნიშნავენ, შესაბამისად ოჯახებში, დღის ბოლომდე, კვერცხები წითლად იღებება. 

სააღდგომოდ კვერცხების შეღებვა ერთგვარი ტრადიციაა. 

როგორ შევღებოთ წითლად კვერცხი - ტრადიციული მეთოდი. 

დაგჭირდებათ კვერცხი, ძველი ჭურჭელი (გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი საღებავი ემალის ჭურჭელს ფერს უცვლის), ენდრო, მარილი, ხახვი და ზეთი. 

საშუალო ზომის ჭურჭელში ჩაასხით 1.5. წყალი, მასში 1 შეკვრა კარგად გარეცხილი და დაჩეჩქვილი ენდრო ჩაყარეთ, დაამატეთ ჩაის კოვზი მარილი და არ დაგავიწყდეთ ხახვის ფურცლები. ის ბლომად გამოიყენეთ, რადგან იცავს კვერცხს გატეხვისგან და უნარჩუნებს საღებავს ფერს. ​თუ ყველაფერი გაამზადეთ, შემოდგით ჭურჭელი ცეცხლზე და 20 წუთი ადუღეთ. 

როდესაც მიღებული საღებავი კარგად გაცივდება უკვე შესაძლებელია კვერცხი ჩავაწყოთ. 

კვერცხი, ჭურჭელში მოთავსების წინ, საგულდაგულოდ გარეცხეთ, ასე თავიდან აიცილებთ მისი აჭრელების რისკს. კვერცხის მოსახარშად და ფერის შესანარჩუნებლად ცეცხლზე 20-25 წუთი დატოვეთ.  

თუ გსურთ ფიგურები ქონდეს, შეგიძლიათ შეღებვის დროს გამოიყენოთ მწვანილების ფოთლები (იხ. ფოტოზე) 

ფრთხილდ ამოიღეთ კვერცხები ჭურჭლიდან და გადაიტანეთ ცივ წყალში  10 წუთით. სადღესასწაულოდ შეღებილი კვერცხები შეგიძლიათ ზეთიანი ბამბით გაწმინდოთ, ის კვერცხის ფერს უფრო მკვეთრად გამოაჩენს. 

სადღესასწაულო სუფრასთან წითელ კვერცხებს ჯეჯელით აფორმებენ, იყენებენ სხვადასხვა მოსახატ საშუალებასაც. 

ამავე კატეგორიაში