ხორცი და რძის ნაწარმი ქუჩაში არ იყიდოთ - სეს

30 დეკემბერი 2019, 12:38 1760 ნახვა

საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახური წინასაახლწლოდ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სურსათი, განსაკუთრებით ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი არ შეიძინონ  არარეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც დარღვეულია შენახვის პირობები.  განსაკუთრებით კი ქუჩებში მოწყობილ სახელდახელო დახლებზე.

ამ მოწოდების მიუხედავად ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წელს ტრადიციულად მომრავლებულია ხორცის ბაზრობები. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში ხორცს იაფად იბარებენ, ამიტომ ურჩევნიათ რეალიზაცია ადგილზე განახორციელონ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში