“ჭადრაკი ყველასთვის” - წიგნის პრეზენტაცია

02 აგვისტო 2021, 18:25 1225 ნახვა

ჭადრაკი ყველასთვის _ ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ბათუმში გაიმართა. სახელმძღვანელო უნიკალურია იმით, რომ ბრაილის შრიფტითაა დაწერილი, რაც საშუალებას აძლევს უსინათლოებსა და შშმ პირებს ჭადრაკს დაეუფლნონ. იდეის ავტორები აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა არიან, რომლებიც აღნიშნულ პროექტზე ორი წლის მანძილზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით გაფორმდა მემორანდუმი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან და სექტემბრიდან ჭადრაკის სწავლება საბავშვო ბაღებშიც დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში