გარემოსდაცვით დეპარტამენტში უშიშროება შევიდა – დეპარტამენტის უფროსი გურამ ასათიანი პრემიერ კვირიკაშვილის ახლობელია

გარემოსდაცვით დეპარტამენტში უშიშროება შევიდა - დეპარტამენტის უფროსი გურამ ასათიანი პრემიერ კვირიკაშვილის ახლობელია“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოზურგეთის ოფისში ამ წუთებში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. მათი ნაწილი უკვე გადაყვანილია ბათუმში.

ამასთან, როგორც გურიიდან გვაცნობეს, ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება გასაუბრებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გურამ ასათიანს. არ არის ცნობილი სად იმყოფება ის ამ დროისათვის. დეპარტამენტიდან მიმდინარეობს დოკუმენტაციის ამოღება.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციულის შესვლა გურიის გარემოსდაცვითი დეპარტამენტში მდინარეებზე არსებულ კარიერების უკანონო საქმიანობას უკავშირდება.

გურიაში მდინარეებზე სუფსა, ნატანები და ბჟუჟი, ინერტული მასალების მხრივ არსებული კატასტროფული მდგომარეობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი საზოგადოების მსჯელობის საგანი. მეტიც ხშირია მოსახლეობის მხრიდან ინერტული მასალების მოპოვების მასშტაბებისგამო საპროტესტო გამოსვლები.

ასევე ვრცელდება ხმები, რომ აბსოლიტური უმრავლესობა მოქმედი “კარიერებიდან” უკანონოა და აქედან მიღებული არაოფიციალური შემოსავლები ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების ჯიბეებში მიდის.

მოსახლეობა სოფლებში მეწყერულ პროცესებს, არტეზიულ ჭებში წყლის დონის მკვეთრ კლებას სწორედ ამ ინერტული მასალის უკანონო მოპოვებას უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ გურიის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ასათიანი მოქმედი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ახლობელია.