იტალიაში ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა – ვიდეო

იტალიაში ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა - ვიდეოიტალიაში 43 წლის ასაკში გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “ჯემო თბილისკის” სახელით იცნობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად კოკაინით ზედოზირება სახელდება.

ჯემალ მიქელაძე კანონიერი ქურდების ოჯახის ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. მისი ძმა, კანონიერი ქურდი მამუკა მიქელაძე 52 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ასევე კანონიერი ქურდი გახლდათ ჯემალ მიქელაძის მამა არსენ მიქელაძე.

მიქალაძეები წარმოშობით თბილისიდან (გლდანი) არიან, თუმცა წლებია მოსკოვში ცხოვრობდნენ. მამუკა მიქელაძე ბოლოს 2011 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააპატიმრეს. სავარაუდოდ, სწორედ ნარკოტიკები გახდა მისი მძიმე ავადმყოფობის მიზეზიც.

მიქელაძეების კლანი აქტიურად იყო დაპირისპირებული ქურდული სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის, იგივე “ძედ ჰასანის” დაჯგუფებასთან.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა ჯემალ მიქელაძე, რომელიც რუსმა სამართალდამცავებმა 2013 წელს დააკავეს და ჩხრეკისას კოკაინი და ხელყუმბარა ამოუღეს. ამის შემდეგ კი ჯემალ მიქელაძის სახელით მედიაში გამოჩნდა სკანდალური წერილი, სადაც ქართველი კანონიერი ქურდი რუს სამართალდამცავებს მექრთამეობაში ამხელდა.

“მე, მიქელაძე ჯემალ ჯემალის ძემ, დაბადებულმა 1975 წლის 13 ივნისს, მინდა გაუწყოთ შს სამინისტროს თანამშრომლების დამნაშავეობრივი და კორუფციული სქემების შესახებ, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული მე და ჩემს კოლეგებს კანონიერ ქურდებს:

2005 წლიდან მე ვკონტაქტობდი …………. რომელიც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელი იმ დროს, შემდეგ კი მოსკოვში ქურდულ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. მან მე პოლიციის მრავალი თანამშრომელი გამაცნო. მისთვის გაცნობის დღიდან ჩემს დაკავებამდე 7.500.000 აშშ დოლარი მაქვს გადარიცხული იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მე და ჩემს კოლეგებს გვიჩნდებოდა.

სწორედ მან გამაცნო მე ……………………. დავიდ გუკასოვი, გენადი ფროლოვი, ანბროსენკო, სერგეი დრონოვი. ამ უკანასკნელს პირადად მე გადავეცი 80.000 აშშ დოლარი ერთ ერთი მორიგი პრობლემის გადასაჭრელად.

ჩემი საუბარი განპირობებულია ჩემი იმ მდგომარეობით, რომელშიც ახლა ვიმყოფები. ყველა ზემოთჩემოთვლილი პირი მე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მფარველობას მპირდებოდა, ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე ფულს აკეთებდნენ და შემდეგ მე მიღალატეს.

ჩემი ბოლო დაკავების შემდეგ მე კაშირის საგამოძიებო იზოლატორი მომათავსეს, სადაც აუტანელი პირობები შემიქმნეს და მე დავიღალე. კოკაინს მე მოვიხმარდი, ხოლო ხელყუმბარებთან კი რომელიც მე ჩამიდეს არავითარი კავშირი არ მაქვს. ჩემს მეუღლეს ძალიან დიდი თანხას სთხოვს ლევან საყვარელიძე და ……………………. ჩემს გათავისუფლებაში დახმარებისათვის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ მხოლოდ ფულის გაკეთება უნდათ”.

პრაიმ ტაიმი