რა ხდება ვაგზლის მოედანზე? – თბილისის მეტრო ისევ გაჩერდა

რა ხდება ვაგზლის მოედანზე? - თბილისის მეტრო ისევ გაჩერდამეტროსადგურებში ისევ შეფერხებაა – რამდენიმე წუთის წინ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს.

მეტროსადგური „ვაგზლის მოედანი“ ამ წუთებში მგზავრებს ვერ ემსახურება. როგორც მეტროსადგურის წარმომადგენლებმა მგზავრებს განუცხადეს, ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება არის.

უკვე რამდენიმე წუთია, პირველ ხაზზე მატარებელი გაჩერებულია. მგზავრებს შემადგენლობის დატოვება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი, სადგურის დატოვების მოწოდებაც გაისმა. ამ წუთებში მგზავრები მეტროპოლიტენს ტოვებენ.

არსებული ნფორმაციით, პარალიზებულია სადგურის მოედნის პირველი ხაზი. შეფერხებაა მეტროსადგურ “ახმეტელზეც”.