სიღნაღის 2 საბავშვო ბაღში შეკიდული ჭერები ჩამოინგრა

სიღნაღის 2 საბავშვო ბაღში შეკიდული ჭერები ჩამოინგრასიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების – ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ორ საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვი ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შესახებაც თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3.000 ლარი დაიხარჯა.

„შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კომპანიას უკვე ვაცნობეთ, კომპანია, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, მზად არის დაზიანებული ადგილები შეაკეთოს”, – განაცხადა სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს, ვიცე- მერის განცხადებით, ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღში ჭერის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოინგარა. მადონა ბატიაშვილი მომხდარს სავარაუდოდ, სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებას უკავშირებს.

„ორივე ბაღთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს კომპანიას. ზარალი მაქსიმუმ 3 ათას ლარამდეა და პასუხისმგებელი კომპანია ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს და სამუშაოებს მალე დაიწყეს. როგორც ჩანს, სამუშაოები შესაბამისი ხარისხით არ იყო ჩატარებული”, – განმარტა ბატიაშვილმა.

იპნ