ხათუნა ჟორდანია – “არა­სო­დეს ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ მოვ­კვდე­ბი”

ხათუნა ჟორდანია - "არა­სო­დეს ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ მოვ­კვდე­ბი"რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია მძი­მე სენს ებ­რძვის. დი­აგ­ნო­ზი მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ი­გო, რო­დე­საც ძლი­ე­რი ხვე­ლის შემ­დეგ ექიმს მი­მარ­თეს.

ხა­თუ­ნა თვე­ე­ბი ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლობ­და. ამ­ჟა­მად ის სა­ქარ­თვე­ლო­შია და მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად გა­და­ცე­მა “პრო­ფილ­ში” ისა­უბ­რა. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი კურ­სი და­ას­რუ­ლა და შე­დე­გიც კარ­გი აქვს.

“შარ­შან, ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან მახ­ვე­ლებ­და, თან ისე ვიხ­რჩო­ბო­დი… დიდ­ხანს ვით­მენ­დი, რად­გან არ მიყ­ვარს ექი­მებ­ში სი­ა­რუ­ლი. გა­უ­საძ­ლი­სი რომ გახ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნი­ნიმ მან­ქა­ნა­ში ჩა­მის­ვა და მო­ტყუ­ე­ბით წა­მიყ­ვა­ნა ექიმ­თან. გა­და­მი­ღეს ფილ­ტვებ­ზე და მი­თხრეს, რომ რა­ღაც არ მოს­წონ­დათ. და­მი­ბა­რეს მე­ო­რე დღეს, “კა­ტეს” გა­სა­კე­თებ­ლად.

ექიმ­თან წას­ვლას არ ვა­პი­რებ­დი. ნი­ნი­სი შე­მე­შინ­და და ამი­ტომ მარ­ტო წა­ვე­დი. ექიმ­მა მი­თხრა, ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, რა­ღაც არ მომ­წონს და ბი­ოფ­სია უნდა გა­ი­კე­თო­თო. ბი­ოფ­სი­ის გა­გო­ნე­ბა­ზე მივ­ხვდი, რომ კარ­გი არა­ფე­რი მჭირს. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე ტი­რი­ლით ნი­ნის, და­ვი­ღუ­პე, რა­ღაც არ მოს­წონთთ­ქო… ზუს­ტად 5 წუ­თში, ნინი, ჩემი ძმა და თით­ქმის მთე­ლი თბი­ლისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემ და­სამ­შვი­დებ­ლად მო­ვი­და. იქვე გა­და­წყდა, რომ ბი­ოფ­სია სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ერ­თა­დერ­თი, რი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ში­ნო­და, ეს და­ა­ვა­დე­ბაა… მა­მა­ჩემ­მა იცო­და, ეს ისე­თია, მა­მა­ლი მგლის არ ეში­ნი­აო, არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია, ამის გარ­და. სულ მქონ­და ტვინ­ში, რომ მე ეს არა­სო­დეს და­მე­მარ­თე­ბა.

უმ­ძი­მე­სია ეს ეტა­პი. პე­რი­ო­დუ­ლად ყუ­რე­ბი ჩა­მოყ­რი­ლი მაქვს ხოლ­მე, მაგ­რამ არა­სო­დეს ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ მოვ­კვდე­ბი. სულ იმას ვფიქ­რობ, რომ დიდ­ხანს ვი­ცო­ცხლებ” – აღ­ნიშ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

მან ოჯახ­ზეც ისა­უბ­რა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა მძი­მე პე­რი­ოდ­ში მე­უღ­ლის თა­ნად­გო­მა.

“უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დე­ბი გვაქვს მე და ზუ­რას გავ­ლი­ლი. ბევ­რჯერ იყო სას­წორ­ზე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ შევ­ძე­ლით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ეს. ახლა ჩემი ავად­მყო­ფო­ბით ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ზუ­რას­გან მო­ზღვა­ვე­ბულ სიყ­ვა­რულს ვგძრნობ. არ ვიცი, ვე­ცო­დე­ბი, თუ… თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია.

მინ­და გი­თხრათ, რომ ზუ­რამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა ცხოვ­რე­ბა­ში… ზო­გა­დად რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ისე­თი, რაც მას არ მო­წონს, ან – მე. ჩვე­ნი კონ­ფლიქ­ტი ძი­რი­თა­დად ამა­ზეა, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი დრო გა­ვი­და, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად სულ რომ არა­ფე­რი ვუ­თხრათ, ერ­თმა­ნე­თის მა­ინც გვეს­მის” – აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

ამბები