პირველი გეი ქორწილი რუსეთში შედგა – როგორ გახდა ლენინგრადი გეების ცენტრი

პირველი გეი ქორწილი რუსეთში შედგა - როგორ გახდა ლენინგრადი გეების ცენტრიყველაზე ხმაურიანი გეი ქორწილი, უფრო სწორედ მისი დადგმა, 1921 წლის იანვარში გაიმართა, პეტროგრადის (მომავალი ლენინგრადი, ახლანდელი პეტერბურგი) ცენტრში მდებარე კერძო ბინაში. 95 ადამიანი იყო შეკრებილი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბალტიის ფლოტის მეზღვაური, აფანასი შაური, რომელიც საქმროს როლს ასრულებდა. „პატარძალი“ იყო მისი მეგობარი, ლევ სავიტსკი, პროფესიონალი მხატვარი და მოცეკვავე.

აფანასი შაურს სურდა ბანალური დიდება. ის შესაბამის ორგანიზაცებში გზავნიდა ინფორმაციებს, ერთმანეთის მიყოლებით, რომელთაგან ნაწილი დაცულია პეტერბურგის არქივში, რომ ქალაქში მოქმედებდა მავნე კონტრრევოლუციონერ-ჰომოსექსუალთა ბანდა, რომელთა მიზანი  იყო წითელი არმიის მორალურად გაფუჭება. ამბობდა, რომ მას შეეძლო, გაემჟღავნებინა შეთქმულება, მამაცი მილიციის დახმარებით. როდესაც მან მოახერხა და თავისი მეგობარი მილიციელის სახლში 95-მდე ადამიანს მოუყარა თავი, ყველანი აქ დააპატიმრეს.

შაური ჯილდოს ელოდა, მაგრამ თავად დადგა ეჭვის ქვეშ. როგორც გამომძიებელმა გაარკვია, ის იყო პეტროგრადის გეების წარმომადგენლებიდან. საბოლოოდ, ყველა დაკავებული გაათავისუფლეს: იმ დროს სისხლის სამართლის კოდექსში არ იყო სტატია სოდომიის ცოდვის შესახებ. გამომძიებელმა და მოსამართლემ ვერ იპოვეს რაიმე კონტრრევოლუციური, ქორწილის სტუმრების ქმედებებში.

რუსეთში ბევრმა მალე შეიტყო „მამაკაცების ქორწილის” შესახებ 1921 წელს. ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავად ვლადიმერ ბეხტერევმა, რომელიც ხშირად კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქალაქში. სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა “ქორწილზე”, გამოძიებაში მის როლზე და საქმის დახურვის ფაქტზე. ვინაიდან შეიტყვეს, რომ პეტროგრადში სასამართლოც გეების ერთგულია, ბევრი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი იქ გადავიდა და გადაწყვიტა, რომ  ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა.

ასე გადაიქცა ლენინგრადი ჰომოსექსუალების ცენტრად საბჭოთა კავშირში.

პრაიმ ტაიმი